გურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა.
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების. დღეს სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში დავათვალიერეთ საბავშვო ბაღები, რომლებიც უკვე ორშაბათიდან მიიღებენ აღსაზრდელებს. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას გურიის რეგიონში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ამასთან, არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება - ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი ახალ ბაღებში ორშაბათიდან დაიწყება.
დასრულებული პროექტები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში დასრულდა 50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ნიგვზიანში - 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა - სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცეები.
ახალ საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
მინისტრი ასევე გაეცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს. პროექტი ითვალისწინებს ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. განახლებულ ბაღში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები. შენობის ყველა სივრცე ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
1769245429
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ
რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...
1769243568
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით
მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...
1769241901
ახალი ამბებიბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...
1769241806
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში
„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...
1769241034
ახალი ამბებისუბარი: დღემდე დიდი სახელმწიფოები დანარჩენ სამყაროს თავს ახვევდნენ თავიანთი თამაშის წესებს და ამას ფუთავდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე რიტორიკით
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან გამოეხმაურა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ დავოსში დონალდ ტრამპმა გააშიშვლა მსოფლიო პოლიტიკის...






























