ზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით
მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დებატის საჭიროებას ეხება.
შალამბერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი პოზიციები გამოხატა სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა პრემიერის ინიციატივაზე.
„ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დავსხდეთ ერთად ეთერში და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხებზე გავცეთ მათ პასუხი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, თუ როგორი პოზიციები გამოხატა სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა.
რა თქმა უნდა, მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისასალმებელი“, - განაცხადა შალამბერიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
1769241901
ახალი ამბებიბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...
1769241806
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში
„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...
1769241034
ახალი ამბებისუბარი: დღემდე დიდი სახელმწიფოები დანარჩენ სამყაროს თავს ახვევდნენ თავიანთი თამაშის წესებს და ამას ფუთავდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე რიტორიკით
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან გამოეხმაურა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ დავოსში დონალდ ტრამპმა გააშიშვლა მსოფლიო პოლიტიკის...
1769238916
ახალი ამბებითბილისსა და ბათუმში ჩატარებული მიგრაციული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,...
1769238785
საინტერესო ამბებიშსს-მ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელ...






























