თეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი - გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, უმრავლესობის წევრზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, მარიამ ლაშხზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, „დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ”.

წულუკიანი ამბობს, რომ დროა, დასრულდეს დეპუტატის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა.

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!”,- წერს თეა წულუკიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748777540

ახალი ამბები

საქართველოში საფრანგეთის საელჩო: პარიზი ჯადოსნურია, კვარა ჯადოსნურია, გილოცავთ

 საქართველოში საფრანგეთის საელჩო ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმაურება და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვებას ულოცავს. საელჩო პოსტს ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოთი აქვეყნებს და წერს, რომ „ხვიჩა ჯადოსნურია“. „პარიზი ჯ...

ხვიჩა

1748774608

ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - თბილისის მერია

 ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის...

საბაგირო

1748772322

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ერთადერთი ბრძოლის იარაღი, რომელიც რჩება ჩვენი უიღბლო „რევოლუციონერების“ ხელში − მარცხენა ფლანგზე „რუსული-რუსულის“ ყვირილი, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ქვეყნის „მართლმადიდებელ პაკისტანად“ წარმოჩენაა

 „რატომ არ გამოსდით „მარქსისტ-სოროსისტებს“ არაფერი საქართველოში? მოქმედების არეალი მკვეთრად განსხვავებულია 2003 წელთან შედარებით, ვინაიდან თვით „დიიფ სთეითის“ კონტროლირებად პოლიტიკურ ველზე ვითარების „...

დავით ქართველიშვილი

1748769529

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია, ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას

 დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება, - აღნიშნულია საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1748767828

ახალი ამბები

მარტყოფში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი

 მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი. „1625 წლის მარტში სწორედ მარტყოფის მიწაზე ქართველებმა კი...

მარტყოფი