თენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება

გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, სლოგანებით თავადვე ამხელენ თავიანთ საქმიანობას, მაგრამ მათ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება.

„დიდი ხანია, ნიკა გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო. ამით ადასტურებს, რომ მისთვის საქართველოს პოლიტიკა დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკა არ არის, სადაც თავად, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ისე უნდა მონაწილეობდეს. გვარამია ითხოვს, უცხოელებმა რაღაც სახის სანქციები დააწესონ და პოლიტიკური ოპონენტობა მათ უნდა გასწიონ. შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც მათ უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს.

ამას თავად აკეთებენ, რადგან ისეთი სლოგანები აქვთ, რაც მათ ამ საქმიანობაში ამხელენ. მათ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, იმდენად დაბალი რეიტინგი აქვთ, ხალხს ვერაფრით აინტერესებენ. მათ ხალხის მხარდაჭერა ვერასოდეს ექნებათ, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ქართული პოლიტიკის აქტორები კი არა, უცხო ქვეყნის მიერ მართულნი არიან“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783688485

ახალი ამბები

სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა საერთო ჯამში 600 გრამი დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათ...

ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

1783687257

ახალი ამბები

ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა

„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდ...

ბექა მიქაუტაძე

1783686540

საზოგადოება

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი: მოსამართლემ განმარტა, რომ ელისაშვილმა არცერთ ეტაპზე არ მოინანია საკუთარი ქცევა, შესაბამისად, ვერ დაიმსახურა, მის მიმართ განსაზღვრული ყოფილიყო მინიმალური სასჯელი

სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით, გონივრული სტანდარტით დავადასტურეთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა, – ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილის საქმი...

ანი ხუბეჯაშვილი

1783684913

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე

„სააკაშვილმა ჯერ თქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოსო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეიძლება, საფრთხის შემცველი ყოფილიყო და „რეფორმების საბჭო“ მოიგონა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უ...

თენგიზ შარმანაშვილი

1783684470

ახალი ამბები

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელი...

პროკურატურა