ბექა მიქაუტაძე: ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა
„ფილტვის კიბოს სკრინინგი ბოლო 2 თვის განმავლობაში 2761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 41-ს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევები დაენიშნა, ხოლო 1835 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ცვლილება გამოვლინდა“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა მიქაუტაძემ გააკეთა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა 1-ელი მაისიდან ამოქმედდა. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მსგავსი პროგრამების განხორციელება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს და ხშირ შემთხვევაში მთლიანად აღმოფხვრის კიბოს განვითარების ალბათობას.
„დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება. უმნიშვნელოვანესია ფილტვის კიბოს დაფინანსების პროგრამის ამოქმედება, ვინაიდან ჩატარებული სკრინინგის მიხედვით, სხვადასხვა სახის გამოვლენილ ცვლილებათა შორისაა აორტის ანევრიზმა, ლიმფური კვანძები, წარმონაქმნები თირკმელსა და ღვიძლში, ხოლო 595-ზე მეტ მოქალაქეს ფილტვის რიგი დაზიანება აღმოაჩნდა.
ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამას დღეისათვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება და სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე და აღნიშნა, რომ სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა.
„ფილტვის კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის, მის საფასურს მერია ანაზღაურებს და ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.
1783684913
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე
„სააკაშვილმა ჯერ თქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოსო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს შეიძლება, საფრთხის შემცველი ყოფილიყო და „რეფორმების საბჭო“ მოიგონა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უ...
1783684470
ახალი ამბებიპროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე და სასჯელი...
1783684360
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ რომ მემოქმედა. არ გამომივიდა
ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა. „მახრჩობდა ის პროტესტი,...
1783683679
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს არ ესწრებოდ...
1783683312
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...





























