თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციაში ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, ისღა დაგვრჩენია, პოპკორნით თვალი ვადევნოთ, რასაც ერთმანეთს ეუბნებიან
გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივოები არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების მიზეზი უცხოეთიდან შემოსული თანხების გაყოფაა.
„მელიასაც ჩვენ ვუთხარით, რამდენი სააკაშვილის საკანს ჩაუვლი, აგინეო? მაშინ, ყოვლის შემძლე ვყოფილვართ, თუ გვარამიაც ჩვენია, მელიაც. თავი დაგვანებონ, ერთმანეთი დაუჭამიათ.
ერთმანეთის ჭამის მოტივი რა არის? საქართველოში ფული ფარულად ისე ვეღარ შემოდის, როგორც შემოდიოდა. გამჭვირვალობის კანონმა უზრუნველყო, რომ ეს გზები დიდწილად გადაიკეტა. შემოსულ ფულს ვეღარ იყოფენ, რადგან რესურსი ცოტაა და თავიანთ პატრონებს აჩვენებენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი მე ვარ, ფული მე მომეცითო.
როგორ უყვართ ერთმანეთი ვხედავთ, ციხიდან აქეთ აგინებენ ერთმანეთს, აქედან-იქით. გვარამიას მთავარი ამოცანა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოეშორებინა, ეჩვენებინა, ისინი უპერსპექტივო ხალხი არიან და ფინანსური დახმარება ჩვენზე მომართეთო“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1788874113
საზოგადოებაპრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1788872840
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6114 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1788872265
საზოგადოებასაერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ს...
1788871136
საზოგადოებასაქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ...
1788868852
საზოგადოებასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს...


























