ირაკლი კობახიძე: სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, შეადგინა 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო

ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას და გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა 8 მლრდ აშშ დოლარს პირველად ისტორიაში და სავალუტო რეზერვებმა შეადგინა - 8.14 მილიარდი აშშ დოლარი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

„ასევე, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით.

ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788874113

საზოგადოება

პრემიერი: ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არის სწორედ ის, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა

მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...

ირაკლი კობახიძ

1788872840

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6114 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი, ვალუტა

1788872265

საზოგადოება

საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ს...

ლუიჯი სინაპი

1788871136

საზოგადოება

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ...

საქართველო და ჩინეთი

1788868852

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს...

ლევან ჟორჟოლიანი