საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს. ასევე ხაზი გაესვა შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტის მნიშვნელობას და საქართველოს როლს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ უმასპინძლოს დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრნენ.
1788863570
საზოგადოებანინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო
დავით გარეჯთან დაკავშირებით ასავალ-დასავალში გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმი...
1788862788
საზოგადოებაგივი მიქანაძე: PISA-ს კვლევის თანახმად, საქართველო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების თვალსაზრისით, 91 ქვეყანას შორის, პირველ ადგილს იკავებს
„2025 წლის პიზას კვლევის შედეგები გასაჯაროვდა, რომლითაც ჩვენ მივიღეთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. დაფიქსირდა, რომ საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამივე მიმართულებით - ეს არის მათემატიკა, კით...
1788862743
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: რასაც „ასავალ-დასავალი“ აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე არის მანიპულაციური
გამორიცხული არც ისაა, რომ მისი გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც „ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური, - განაცხადა პარლამენტის...
1788862699
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა, რომ მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, მიხეილ სააკაშვილი იწონებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა მედიასთან აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ი...
1788862315
საქართველოგანათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ხარჯთეფექტურობის რეიტინგს (Spending Efficiency ) აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია აფასებს ფინანსების ეფექტურობას ორ ძირითად სფეროზე...



























