საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, საზღვაო დერეფნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის კავშირისა და გლობალური ვაჭრობისთვის, ასევე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის.

„საზღვაო დერეფნები ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში საზღვაო დერეფნებში მიმოსვლა შეჩერდეს, აღარ გვექნება საქონლის მიწოდება, საწვავი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საზღვაო დერეფნები ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც აქვს ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა.

ლუიჯი სინაპიმ საქართველოს როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს.

„საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით, ამ რეგიონში ის მოქმედებს როგორც ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს რეგიონთან და მის მოსახლეობასთან. სწორედ ამიტომ არის საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლუიჯი სინაპიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788872840

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6114 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6128 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი, ვალუტა

1788871136

საზოგადოება

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ...

საქართველო და ჩინეთი

1788868852

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788866909

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი „ასავალ-დასავალზე“: რას აკეთებს ეს გამოცემა კონკრეტულად - რაღაც თემას აწევს და როდესაც მოსთხოვენ: „გვაჩვენე, რას ეფუძნება ეს“, ვერაფერს გაჩვენებენ, არასერიოზული ხალხია

მმართველ გუნდში „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებს აფასებენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ გა...

თენგიზ შარმანაშვილი

1788865940

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერ...

თეა წულუკიანი