თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობას "ომიკრონის" გამო პანიკაში ჩავარდნის საფუძველი არ აქვს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის – "ომიკრონის" გამო პანიკაში ჩავარდნის საფუძველი არ აქვს.
"შემდეგი და ყველაზე საინტერესო – გვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან, ამაზე ძალიან ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას ამ შტამისგან, ან დაგვიცვას ნაწილობრივ, თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს მუტაციები მთლიანად არ გამოთიშავს ვაქცინის შედეგად ინდუცირებული იმუნიტეტის დამცავ თვისებებს ამ ვირუსის მიმართ და ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ან ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს.
კარგი არ არის, როცა ახალი შტამი ჩნდება, რადგან ახალ გამოწვევებთან გვიხდება შეჭიდება, მაგრამ ამ შტამთან დაკავშირებით პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
მიმაჩნია, რომ ამ შტამთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბარიც არის გაზვიადებული და მკვეთრად გაზვიადებული.
თუ ეს შტამი საქართველოში გავრცელდება და ალბათ, რაღაც დროს გავრცელდება, შესაძლოა, მოიმატოს ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ მოიმატებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის რაოდენობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ის მედიკამენტები გვაქვს არსენალში, რომლის მიმართაც ეს შტამი მგრძნობიარეა.
ამიტომ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ დრამატულად არაფერი ცუდისკენ არ შეიცვლება, ხოლო რაც შეეხება ამ ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომებს, აბსოლუტურად იგივე რჩება, რაც წინა შტამის დროს იყო.
ეს არის ვაქცინაცია, სანამ არ დამტკიცებულა, რომ ვაქცინა ეფექტური არ არის და მეორე, ეს არის რა თქმა უნდა, პირბადე. ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე არის უნივერსალური საშუალება კორონავირუსის ყველა შტამის საწინააღმდეგოდ", – განაცხადა ცერცვაძემ.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ განსაკუთრებით საყურადღებოდ გამოაცხადა. ცნობილია, რომ ვირუსის ახალი შტამი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცირკულირებს; იგი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "კოვიდ 19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანა გეგეჭკორი
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































