სოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განსაზღვრავს. ამის შესახებ მან „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოჰანტიმ, ასევე, ისაუბრა ღია ბანკინგის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ფინანსური სისტემის პროდუქტიულობას, მდგრადობასა და საიმედოობას უნდა ემსახურებოდეს.

„მინდა, მადლობით დავიწყო და პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს მადლობა გადავუხადო რამდენიმე თვის წინ ჩემს ქვეყანაში, სინგაპურში ვიზიტისთვის. ამ ვიზიტმა ჩვენი ორი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთთან. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ გვეწვევით სინგაპურში. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. ყოველ ჯერზე, როდესაც ნათია თურნავას ვხვდები, მისი სწრაფვა ინოვაციებისა და საქართველოს განვითარებისკენ ნამდვილად გადამდებია. დღეს აქ სწორედ მისი დამსახურებით ვიმყოფებით. ქალბატონი ნათია ჩვენთვის შთაგონების წყაროა.

ჩემი გამოსვლისთვის როდესაც ვემზადებოდი, საქართველოს პოეზიას გადავავლე თვალი და მინდა, შეგახსენოთ შოთა რუსთაველი, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ამ ფრაზას ვაკვირდებოდი და ვიფიქრე: ეს ხომ ღია ბანკინგია. მართლა ასე ჟღერს. ზუსტად იგივე პრინციპია ამ ფრაზაში. საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა – რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა. შთამბეჭდავია, რომ შოთა რუსთაველმა ეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა და წინასწარ გათვალა.

ღია ბანკინგი უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთი მიდგომები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. მომდევნო ათწლეულებში ამას ექნება განმსაზღვრელი ფაქტორი. პირველი არის ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვიმყოფებით. ის უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემით, ხელოვნური ინტელექტი უკვე მოქმედებს და მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკაზე მოსალოდნელზე სწრაფად გადავიდა. ამ გზიდან უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ამიტომ, ფინანსურმა სექტორმა უნდა შეძლოს ადაპტირება ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ მკაფიო ჩარჩოებში. ამავდროულად, პოლიტიკის განმსაზღვრელებმა ​უნდა უზრუნველყონ სამართლიანი გარდამავალი პროცესი და სამუშაო ადგილების მინიმალური შეფერხება“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორს თაღლითობის დროულად გამოვლენის, რისკების ზუსტად შეფასებისა და ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებას მისცემს.

„როგორც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ერთხელ აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი დაბრკოლება კი არა, წარმატების წინაპირობაა. ადამიანებს მისი არ უნდა ეშინოდეთ. მისი სარგებელი უზარმაზარია: თაღლითობის გამოვლენა წამის მეასედებში, რისკების უზუსტესი შეფასება და საზღვრების გარეშე ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება. მანქანურ ტექნოლოგიებს შეუძლიათ, სწრაფად იმოქმედონ. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებენ პოლიტიკის შემქმნელები ცვლილებებთან ადაპტირებას. ეს არის გზავნილი, რომელიც თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მომავალს განსაზღვრავს.

მეორე არის ტოკენიზაცია. მოდით, ვისაუბროთ კრიპტოციფრულ აქტივებზე და ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე (CBDC). უფრო ფართო იდეა ტოკენიზებული ბაზრის შექმნაა. ეს ეკონომიკების ერთმანეთთან დაკავშირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან ის ფულითა და აქტივებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების საშუალებას წამის მეასედებში იძლევა. განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის პროგრამაში ეს არის ყოველდღიური რეალობა. ეს ჩვენი მომავალია. საქართველომ ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად გაიარა გზა და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა ტოკენიზებული ბაზარი უფრო ძლიერი გახდეს. ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს ამ შესაძლებლობის გამოყენებისა და გლობალური ქსელის ფარგლებში ტოკენიზაციის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების საშუალებას მისცემს.

მესამე არის კვანტური ტექნოლოგიები. ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგია ალბათ კვანტური ტექნოლოგიაა. ის ჩვენი ფინანსური უსაფრთხოებისთვის რეალურ რისკსაც წარმოადგენს და, ამავდროულად, არის რეალური შესაძლებლობაც, დღევანდელი განვითარების ტემპის გათვალისწინებით, კვანტური ტექნოლოგიები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რეალობად იქცეს. საქართველო ამ მიმართულებით წინ არის, შენდება ახალი ინფრასტრუქტურა, იქმნება მოდელები. ფინანსური ტექნოლოგიების გლობალურ ქსელში ჩვენ ვქმნით ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ ბანკებმა კვანტურ სამყაროში იმოქმედონ.

ვისაუბრე ტოკენიზაციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და კვანტურ ტექნოლოგიებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხშირად აღნიშნავს, რომ ღია ბანკინგის, მარეგულირებელი ლაბორატორიის, ციფრული ბანკებისა და ციფრული ლარის განვითარებით თქვენ უბრალოდ კი არ ნერგავთ ტექნოლოგიებს, არამედ თავად ქმნით მათ. ტექნოლოგია არ არის მიზანი. მიზანია ფინანსური სისტემა, რომელიც პროდუქტიული, მდგრადი და საიმედოა. ტექნოლოგია განსაზღვრავს, რისი გაკეთება შეუძლია ფინანსურ სისტემას და რამდენად შორს შეუძლია მას განვითარება. მოდით, საქართველო და თბილისი ვაქციოთ ამ სისტემისა და ცვლილებების ცენტრად. გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელმა სოპნენდუ მოჰანტიმ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793086893

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი

„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...

მარიამ ქვრივიშვილი

1793086157

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში

„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...

თორნიკე ჭეიშვილი

1793085957

ახალი ამბები

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...

გიორგი კახიანი

1793083660

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყე...

თბილისი ცენტრალი

1793082724

ახალი ამბები

ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობ...

დაკავება, პოლიცია