ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ქვეყნის მოღალატე იყო, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

2020 წელს, სტრასბურგმა საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, როინ შავაძეზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამორალური იყო.

„ქართული თუ ევროპული სასამართლოს - სტრასბურგის გადაწყვეტილებებით, უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე, ჩვენ ვისმენთ ასეთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს და, ასევე, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც პირადად, რაც ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული, პირადად, მაგრამ მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა იყო მოწოდებული მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს რაღაც საბურველივით მოერგოთ საკუთარ თავზე მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება. უბრალოდ შეუძლებელია რაიმე სხვა კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს, მაშინდელ მოქმედ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793085957

ახალი ამბები

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ჩვენ ვერ მოვისმინეთ

„მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ [„ნაცმოძრაობა“] სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის“,...

გიორგი კახიანი

1793083660

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყე...

თბილისი ცენტრალი

1793082724

ახალი ამბები

ბრალდებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 470 კოლოფი სიგარეტი მოიპარა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილი ქურდობ...

დაკავება, პოლიცია

1793082631

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1793082005

ახალი ამბები

გიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...

გიორგი გვარაკიძე