თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“.

ჭეიშვილის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა კითხვებით გაგრძელდება, სადაც სასამართლოსა და მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან, თუმცა, მისივე თქმით, გასულმა ორმა კვირამ აჩვენა, რომ მოპასუხე მხარე მეათე ხარისხოვანი თემებითა და ყალბი ნარატივით ცდილობს გაექცეს მთავარ კითხვებსა და კონსტიტუციურ ბრალდებას.

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ზოგადად ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც და მიმდინარე დავის ფარგლებში. ვინაიდან, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციური წესრიგისა და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი თავად ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში არაფრად მიაჩნდა და ეს იყო მათი ხელწერა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794294441

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის...

მარიამ ქვრივიშვილი:

1794293859

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი, ჩინეთთან აქტიური კომუნიკაცია არის საუკეთესო პრაქტიკების გადმოღების შესაძლებლობა

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას აქვს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი დღის წესრიგი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჩინეთში ჟურნალისტებს განუცხადა....

ნინო წილოსანი

1794291553

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რადოვან ვიხს შეხვდა. ი...

შალვა პაპუაშვილ

1794290437

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური “„თავისუფლების მოედანი“ ესკალატორზე შექმნილი ტე...

სამგორის მეტრო

1794288116

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში

სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე - დღეს პარიზის მშვიდობის ფორუმი გაიხსნება, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მი...

მაკა ბოჭორიშვილი