თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსება დაცული - ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს ეპიცენტრში ღირსებადაცული ადამიანია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ ზოგადად, საზოგადოებრივი ურთიერთობების, პოლიტიკური პროცესის თუ ასე შემდეგ, სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსებადაცული - ეს არის მთავარი მიზანი ამ ჩვენი პოლიტიკისა და პოლიტიკური კურსის. სწორედ ამაზეა საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიზანია, საზოგადოებაში დააბრუნონ ისეთი წესები, იმგვარი მიდგომები კომუნიკაციასთან მიმართებით, რომელიც გამორიცხავს შეურაცხყოფის ფონზე აზრების გამოთქმას.
„ეს არ არის არც ჩვენს კულტურაში, არც ჩვენს ტრადიციებში. იმედია ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა იმგვარი საზოგადოება, სადაც იქნება ერთი მხრივ, აზრის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანები შეძლებენ იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს თუნდაც, განსხვავებული ხედვები ყველაზე მწვავე საკითხებში შეძლონ და გაუზიარონ ნორმალური ფორმით და ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესად და სტანდარტად არ დადგინდეს ის, რასაც ამ ბოლო წლებში ჩვენ თავს გვახვევდნენ, რაც გულისხმობს სიძულვილის ენის ამ კამპანიების აგორებას, ტირაჟირებას აბსოლუტურად განუსაზღვრელ ფარგლებში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1779549804
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი შიო III: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში, ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება
„ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს ა...
1779548625
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია
„დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია“, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კო...
1779546465
ახალი ამბებიქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სას...
1779542034
ახალი ამბებიაფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა
23 მაისს „აფხაზეთობა“ და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებ...
1779539437
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი - რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს
„26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს...































