თორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება
„26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ და მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა, დღე, რომელიც გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და საძირკველი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია საფუძველს იძლევა ითქვას, რომ საქართველო, ეს არის იდეა, მარადიული იდეა, თავისუფლებისა - საქართველო იდგა, საქართველო დგას და იდგება მუდამ ცივილიზებულ ერებს შორის.
„რამდენიმე დღეა საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებისგან იღებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვებს. მათ შორის არის დასავლური სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც თავის მილოცვაში საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და მეტად გაღრმავების სურვილს გამოთქვამს“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.
მისივე თქმით, ყოველივე ამის ფონზე ოპოზიციის ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში, მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი - ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში დადიან და მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათ მიერ წარმოებული პროპაგანდა არის მტრული და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა და ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს, რომ მაშინ, როცა საქართველო უახლოვდებოდა ევროკავშირს და ვიღებდით ვიზა ლიბერალიზაციას, სწორედ ოპოზიციის ეს წარმომადგენლები ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ ჰქონოდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან.
მათი ქმედებების ყველაზე კარგი შემფასებელი ქართველი ხალხია და ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ დაადასტურა. ე.წ ოპოზიციას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა არც არჩევნებზე და არც ქუჩაში. ყოველ ჯერზე მათი ნებისმიერი მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქე, კრახით სრულდება. ამის მაგალითი იყო გუშინდელი დღეც. აქვე ვეტყვი ჩვენს ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებს - დიახ, საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს, ოღონდ უკეთეს ოპოზიციას. თქვენ არ შეიძლება იწოდებოდეთ „ქართული ოცნების“ ოპოზიციად, თქვენ ხართ ამ სახელმწიფოს ოპოზიცია და ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებთ სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებდით მაშინაც როდესაც იყავით ხელისუფლებაში.
ხელისუფლება კი როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება და სწორედ ეს ფუნდამენტური არჩევანი გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ 2012 წელს, მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და პირდაპირ შეიძლება ითქვას, თავგანწირვით, ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, გაისტუმრა თავისი შინაარსით, ყველაზე ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა.
ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლიდან, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დაუსრულებლად გრძელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა.
ხელისუფლება ხშირად უწევდა ძალიან მძიმე ზეწოლასთან გამკლავება, თუმცა ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის განვითარება, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის შენება“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
1779876500
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა
„ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ვაგრძელებთ მუშაობას“, - ამის შე...
1779876390
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია
„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა...
1779876228
ახალი ამბებისაბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელიც მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდება წარედგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს....
1779874251
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას!
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის...
1779872926
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჯო უილსონზე: ეს კონგრესმენი კონვერტებს ხსნის, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილი ოპოზიციის ფანტაზია და ფული დევს, ფანტაზიებს აქვეყნებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ რეჟ...































