მარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ლაშხი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის თამარ ხვედელიანის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერმინები „მშიერი ბავშვების დაპურება“ და „ღარიბების კალათა“ სოციალური სტიგმის შემცველია და მსგავსი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან არამართებულია.

მისივე თქმით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 7.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც წარსულში აღნიშნულ ჯგუფში 1 მილიონ 120 ათასამდე ადამიანი შედიოდა, ამჟამად კი ეს რიცხვი 280 ათასამდეა შემცირებული. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ეს შედეგი სახელმწიფოს სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა პოპულისტური განცხადებების.„მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაქვთ შესაძლებლობა, კვლევაზე დაფუძნებული არგუმენტები წარმოგვიდგინოთ და არა პოლიტიკური, მანიპულაციური ტერმინები, რომელიც პირველ რიგში სოციალურ სტიგმას ნერგავს საზოგადოებაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779877656

ახალი ამბები

რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც” ჩააკვეხეს

„ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას“, - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწე...

ნაც მოძრაობა

1779877222

ახალი ამბები

ლიკა შარტავა: 26 მაისი გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა კი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე ღირსეულად გადაცემა სჭირდება

„არის თარიღები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილად არ რჩება - ისინი ერის ხასიათად, მეხსიერებად და პასუხისმგებლობად იქცევა. 26 მაისი სწორედ ასეთი დღეა საქართველოსთვის. დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვახს...

ლიკა შარტავა

1779876500

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა

„ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ვაგრძელებთ მუშაობას“, - ამის შე...

არჩილ ბერიძე

1779876390

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა...

ალუდა ღუდუშაური

1779876228

ახალი ამბები

საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელიც მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდება წარედგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა