ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა - „მე არ მირჩევნია დაბომბვის განახლება, მაგრამ ეს არის ვარიანტი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ირანის მიერ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო წინადადებით. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
„მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპმა არ დააკონკრეტა, ირანის უახლეს დოკუმენტში რისი მიღება არ შეუძლია და მიანიშნა, რომ თეირანის ოფიციალური პირები შესაძლოა, ვერასდროს მივიდნენ ომის მოლაპარაკების გზით მოგვარებამდე.
„მათ გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ მიზანს ოდესმე მიაღწევენ“, - განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი ვარიანტები დიდ სამხედრო ესკალაციას ან შეთანხმების დადებას მოიცავს.
„არსებობს ვარიანტები. გვინდა, უბრალოდ გავანადგუროთ ისინი და სამუდამოდ გავანადგუროთ? თუ გვინდა, შევეცადოთ შეთანხმების დადებას. ეს არის ვარიანტები“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „ადამიანური თვალსაზრისით მას დაბომბვა არ ურჩევნია.
„მე არ მირჩევნია, მაგრამ ეს არის ვარიანტი: გვინდა, რომ იქ ძლიერად შევიდეთ და უბრალოდ გავანადგუროთ ისინი, თუ გვინდა რაღაცის გაკეთება?“, – განაცხადა ტრამპმა.
1777650242
ახალი ამბებინეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ...
1777647128
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით, წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში
„დაპირისპირება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ბუნ...
1777646835
სპორტიტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძემ ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბაქოში ტანვარჯიშის ევროპის თასი მიმდინარეობს. ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26,200 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ქართველი იუნიორების გუნდი - ნიტა ჯამაგიძის, ელენე ბაქრაძისა და მილა შა...
1777645887
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირ...
1777644928
საზოგადოებაგია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით
რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დ...






























