ტრამპი: მე ამაყი ვიყავი, როდესაც 2022 წელს მხარი დავუჭირე ვიქტორ ორბანის ხელახალ არჩევას და ჩემთვის პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი ძლიერი ლიდერია, რომელსაც „ფენომენალური შედეგების“ მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს.

ტრამპმა ორბანს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორბანი გაიმარჯვებს.

„უნგრეთის უაღრესად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნამდვილად ძლიერი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის, მას უყვარს თავისი დიდი ქვეყანა და ხალხი, ისევე - როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და აღსანიშნავი მიღწევები ჩემი ადმინისტრაციის დროს, ძირითადად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით მოხდა.

მოუთმენლად ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი ამ უზარმაზარი გზის წინსვლა. მე ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევაში ვუჭერდი მხარს და დიდი პატივია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ.

ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისთვის – ის უნგრეთის დიდებულ ხალხს იმედს არასოდეს გაუცრუებს!“ - წერს ტრამპი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784050075

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აცხადებს ის ნ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1784046658

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის

აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმ...

გაერო გაერო

1784044486

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა...

ზურაბ პატარაძე

1784041994

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანე...

 წვიმა და ელჭექი

1784040314

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონი...

ირაკლი კობახიძე