ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება

ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, რაც ხელს უწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტშია ჩართული. მადლობა მეუფეს მრავალწლიანი შრომის და სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ჩართულობით არაერთი თაობა აღიზარდა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც ეხება ქვეყანას და უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას; მყისიერი მიდგომები და სწრაფი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველია.

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა კომპანია „გუმბათს“, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უდგას გვერდით.

დარწმუნებული ვარ, ბატონ პრემიერთან ერთად, სულ მალე, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ამ სივრცეში - უკვე მისი გახსნის აღსანიშნავად და კიდევ არაერთი პროექტის განხორციელების მონაწილეები გავხდებით რეგიონში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784036574

ახალი ამბები

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა

წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და...

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა

1784036090

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობისათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ფაშისტური „ხუმრობა“ რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ „...

ჯაბა ხუბუა

1784035880

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე: დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო სოფელს ეშმაკები დაეპატრონნენო

„რასაც ვაკვირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე შექმნილი იყვნენ საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, დღეს არიან მდგომარეობაში, რაც მახსენებს ქართულ ფრაზას - უპატრონო ს...

ლევან მახაშვილი

1784034380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ეუთოს რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა ამ ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიზება, ჩვენი მოქალაქეების თვალში ეს ინსტიტუტები კარგავენ ნდობას

„აბსურდული და უსამართლო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ზეწოლისა და შანტაჟის ნაწილია“, - უკვე მეორე დღეა თბილისში შეფასებების თემაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. უმრავლეს...

ლევან მაჭავარიანი

1784034328

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6350 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6359 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი