საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს, რაც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა ოპტიმალურ რაოდენობად.
„რა თქმა უნდა, ამ სისტემების განვითარება გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან საერთაშორისო სპეციალისტები. მათი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება სწორედ ამ სისტემების განთავსება, იმისთვის რომ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი იყოს ის მოსალოდნელი პროგნოზები და გაფრთხილებები, რასაც ჩვენი ეროვნული მეტეო სამსახური გასცემს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, წყლის დონეების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას, რაც ხელს უწყობს ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტურობის გაზრდას.
ასევე, სააგენტოში დაინერგა ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა, რომელიც თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიული შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი გაფრთხილებების დროული გავრცელება, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის, ისე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემის დანერგვა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავლობითი საფრთხის შემცველი ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოება და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.
სააგენტომ ბოლო წლების განმავლობაში, ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა გეოლოგიური მონიტორინგის ქსელი, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია, ასევე სატელიტური გამოსახულებების დამუშავება (InSAR ტექნოლოგია). ქვეყნის მასშტაბით 28 მეწყრულ სხეულზე დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემები, მათ შორის 22 ინტეგრირებულია ერთიან სერვერულ პლატფორმაზე.
1784040314
საზოგადოებაირაკლი კობახიძე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონი...
1784040011
ახალი ამბებიბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა - დაშავდა 2 ადამიანი
ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. მათ მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ორივე მათგანი...
1784039979
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავში...
1784038432
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: საქართველო დღევანდელი მოცემულობით არა თუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველ...
1784037876
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ...



























