ცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები არჩილ ანასაშვილი, გიორგი ძაგანია, მაია ზარიძე, დიმიტრი ჯავახაძე და მამუკა კაციტაძე ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ.
ცესკოს ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ თითოეულ აქტივობას, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხორციელდება. შეხვედრას ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძემ მონაწილეებთან განაცხადა, რომ სამზადისი შუალედური არჩევნებისთვის სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ამომრჩეველთა მაღალ დონეზე მომსახურება კენჭისყრის დღეს, საარჩევნო პროცედურების ზედმიწევნით და კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრატორების მაღალ პასუხისმგებლობაზე და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბრის არჩევნები, უკვე ორგანიზებული არჩევნების მსგავსად მაღალპროფესიულ დონეზე წარიმართება.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად თუ რა მასშტაბის არჩევნები იმართება, საარჩევნო მოხელეები ყოველთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ კენჭისყრის დღის შესაბამის დონეზე ორგანიზებისთვის.
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
1790171285
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...
1790170117
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...
1790169838
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1790168832
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790168573
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...


























