წულუკიანი ჟორჟოლიანს: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა „დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის „საწყალი ბიჭები“ - კრიმინალები, რომლებზეც მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.

„დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პირი და თქვა: "ააა", რაზეც სასამართლომ საკადრისი პასუხი გასცა.

რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ თითქოს, 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა "დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის "საწყალი ბიჭები" - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი კრიმინალები, რომლებზეც მე და ჩემმა ოჯახმა მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?! ტყუილი ყოფილა, დიახ.

ნანული იმდენად ჩიტისტვინაა, რომ ერთი „დახვრეტილის“ არც თუ ისე ძველი საგაზეთო ინტერვიუ მოიტანა მტკიცებულებად - ნახეთ, რა სასტიკი მოსამართლე იყო ავთანდილ წულუკიანი, გიორგობის დღეს გამომიტანა განაჩენიო. "დახვრეტილები" ინტერვიუებს იძლევიან.... გიორგობის დღე როდის გამოცხადდა უქმე დღედ, მაცნეში მაინც ჩაიხედე, გოგო!

ყველა განაჩენი მაქვს ხელზე და ერთი კრუტუნი არ გავიგო! ნუ მაიძულებთ, ყველა საქმის ფაბულა გამოვაქვეყნო გვარებით და სახელებით, ვის რა აქვს ჩადენილი. ცოცხლები ხართ, ზოგიერთი ცენტრალურ საჯარო სამსახურებში მუშაობთ, ზოგიც - თბილისის მუნიციპალურში, და თქვენს ოჯახებს ვცემ პატივს! ალბათ, არც კი იციან თქვენი წარსულის შესახებ! და პატივს ვცემ, ასევე, თქვენ მიერ მოკლული და, ზოგჯერ, დახერხილი ადამიანების ოჯახების ტკივილს! ყველას აქვს უფლება, მოინანიოს.

ჰოდა, მოინანიეთ, მათ შორის, იმ ერთმა ენაწყლიანმა - გიორგობის დღესასწაულზე!!! მთელი გულით გისურვებთ სიმშვიდეს!
ასევე, გირგვლიანის მკვლელი, ბინძური მელნიკოვის ბინძურმა საყვარლებმა შეიკავეთ თავი ცრუ ინტერვიუების მიცემისაგან, თორემ... თორემ... თორემ გიყიდით ვარსკვლავებიან ნიფხავს!

(სიტყვა "ნიფხავი" - იხ. ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, 2011 წ.).

მადლობას ვეუბნები სასამართლოს და ჩემს ადვოკატს, 2010 წლიდან თანამებრძოლს, შესანიშნავ ქალბატონს, ნათელა თოფურიას!

აწი, თუ გინდა ჰააგაში იჩივლე, ჯაგლაგი ფერდი არ ამოიგდო!” - წერს წულუკიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770384406

საზოგადოება

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1770383993

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1770383569

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: „ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“

8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდ...

თოვლითოვლი

1770381935

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: „გრანტების შესახებ“ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეგავლენას, საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას

მინდა, გამოვეხმაურო „გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან, -...

ირაკლი ზარქუა

1770380214

სპორტი

ოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. რიტმულ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 78,...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინი