მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის ფაქტებზე: მიღებული გადაწყვეტილებები ნაკარნახევია იმით, რომ სხვა ექიმებისთვის იყოს მაგალითი - როგორ უნდა იყოს გარჩევა სწორად მომუშავე ექიმსა და არასწორად მომუშავე ექიმს შორის

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის ფაქტების შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მან კონკრეტული ფაქტები დაასახელა, რომელიც შემოწმებისას გამოვლინდა.

„როდესაც დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოაჩენ, რომ თვითონ წამალს მწარმოებლისგან უწერია, რომ 600 მლ.გრ-ზე მეტი არ შეიძლება დღიური მოხმარების დოზა იყოს და რეცეპტია გამოწერილი, რომელშიც 1800მლ.გრ-ზეა საუბარი. ეს ხომ ადამიანის გამეტებას ნიშნავს?! მე არ ვიცი, ექიმის ასეთი ქმედება რა ინტერესით იყოს განპირობებული, მაგრამ ამას სჭირდება შეურიგებელი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან და შეურიგებელია სახელმწიფო ამის მიმართ. საბედნიეროდ, თვითონ ექიმები არიან შეურიგებელი ასეთ პრაქტიკებთან მიმართებით. ამის დემონსტრირება იყო სამინისტროში გამართული პროფესიული განვითარების საბჭოს გუშინდელი სხდომა.

„ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მსგავსი პრაქტიკების აღკვეთის მიზნითაა ნაკარნახევი იმისთვის, რომ სხვა ექიმებისთვის ეს იყოს მაგალითი და თვალსაჩინო გარემოება საიმისოდ, თუ როგორ უნდა იყოს გარჩევა სწორად მომუშავე ექიმსა და არასწორად მომუშავე ექიმს შორის. ამას შემდგომშიც გააგრძელებს სამინისტრო ზუსტად იგივე წესით - კონტროლს, დაკვირვებას, რათა პრობლემა დაკავშირებული არასწორ მოხმარებასთან იყოს აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770386479

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მხრიდან არის ყ...

თორნიკე ჭეიშვილ

1770386037

ახალი ამბები

ჭეიშვილი ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, არის ნამდვილად საჭირო

დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების კვალდაკვალ მათ შორის გადის გამჭვირვალობაზე, უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომელი...

თორნიკე ჭეიშვილი

1770385040

ახალი ამბები

წულუკიანი ჟორჟოლიანს: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა „დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის „საწყალი ბიჭები“ - კრიმინალები, რომლებზეც მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. „დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პ...

თეა წულუკიანი

1770384406

საზოგადოება

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1770383993

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი