მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის ფაქტებზე: არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი
ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის ფაქტებს გამოეხმაურა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რიგ შემთხვევებს შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.
„მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტული ზომების გატარებასთან დაკავშირებით. ეს გულისხმობს რიგი ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, რიგ შემთხვევაში ვფიქრობთ, საერთოდ გაუქმებას ასეთი უფლებამოსილებისა. ამავდროულად ასევე გათვალისწინებული გვაქვს გაფრთხილებაც.
არის რიგი გადაცდომებისა, რომლებსაც შეიძლება, უკავშირდებოდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი და ამ თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ შესაბამისი მასალები გაეგზავნოს საგამოძიებო სტრუქტურებს იმისთვის, რომ ყველაფერს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს”, - განაცხადა მინისტრმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
1770370664
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?!
ახლა ისეთი არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, თურმე სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ასე ყველაფერი კარგია, რატომაა ყველაფერი ასე ცუდად?! , - განუცხადა ჟურნალისტებ...
1770369795
ახალი ამბებიკახა კალაძე: განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ბოლო წლებში დიდი კრიტიკა მიდიოდა ამ მიმართულებით
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განათლების სისტემურ რეფორმას გამოეხმაურა. მანვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტების...
1770369744
ახალი ამბებიკახა კალაძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. ამის შესახებ მან...
1770368985
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველო...
1770368639
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება
ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არს...



























