"უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხრიდან გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის" - კასიანოვი
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარე უაღრესად მადლიერნი არიან, უკრაინის მიმართ საქართველოს მხრიდან გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
ამის შესახებ კასიანოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან.
დღეს, ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით.
ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების – „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ მხარდაჭერისთვის.
საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა.
ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის.
რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი სრულად აგებს პასუხს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.
წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სხვა სიახლეები:
🔵 "არ მიყვარს ოპერაციიდან გამოსვლის შემდგომი დღე. მთელი დღე სარეცხი უნდა რეცხო" - ოქრუაშვილი
🔵 "დიდი კაცის" ახლო ნათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში" - იაგო ფრანგიშვილი
1793603629
ახალი ამბებიმარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...
1793602664
ახალი ამბებიდაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...
1793602356
მსოფლიოსაფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...
1793598824
სპორტიისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს
ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...
1793597525
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...



























