"დიდი კაცის" ახლო ნათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში" - იაგო ფრანგიშვილი
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დედამიწის აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებას და ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება რესპექტი.
აი ამ რესპექტის მიღწევის ორი გზაა:
- ან ცდილობ უყვარდე საზოგადოებას, პატივს გცემდეს სიკეთისთვის, საქმისთვის
- ან ცდილობ რომ შიშით შექმნა ეს რესპექტი
არის მესამე გზაც და ეს საბჭოეთში ძალიან პოპულარული იყო.
ეს იყო გზა, რომელსაც ერქვა:
- ,,ეს იმის შვილია,,
- ,,ეს იმის ძმაკაცია,,
- ,,ეს ამ ქურდის ახლობელია,, და ამგვარი რამ.
საქართველოში ეს მესამე გზა ჯერ კიდევ აქტუალურია.
ამიტომაც გვყავს ასე ბევრი ობივატელი და რეზილიენტური, ხშირად მონური ფსიქოლოგიის ადამიანები.
,,დიდი კაცის,, ახლონათესავი და მეგობარი თუ არ ხარ, მონობაც ჭრის საქართველოში.
,,დიდი კაცის,, მომხრე თუ არ ხარ, რესპექტულობისათვის მასზე კბენა და ლაფდასხმაც ჭრის საქართველოში იმისთვის, რომ რაღაცას წარმოადგენდე.
მოკლედ, დამოუკიდებელი ადამიანები, იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი, იქნება ეს სიყვარულითა და საქმის კეთებით რესპექტულობის მოსურნე, თუ იქნება ეს შიშით რესპექტულობის გზაზე დამდგარი, ადგანან საკუთარ გზას.
ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ შიშით მიაღწიონ რესპექტულობას, ერთი დიდი ლოგიკური აზროვნების პრობლემა აქვთ, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ამ სატანური მოძალადის მიმართ რესპექტის გრძნობა ექნებათ, ლოგიკურად და ბუნებრივად მცირდება.
ხომ ნათელია, რომ, ბოროტი გზით რესპექტულობისათვის პერმანენტულად უნდა ანადგურო და გამოხშირო საზოგადოება, შენი უახლოესი გარემო.
ამიტომაც, ერთადერთი ნაღდი და მდგრადი, სამომავლოდ მდგრადი რესპექტულობა შეუძლია ადამიანს მხოლოდ მისი კეთილი საქმით მიაღწიოს",- წერს ფრანგიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც ბინა ჰქონდა ნაქირავები ბათუმში, ბინის მეპატრონეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი და დააჭერინა" - ისტორია სოციალური ქსელიდან
🔵 "აფხაზებს სძულთ რუსები და მათ ომში, მით უფრო, ამგვარ საშინელებაში, საკუთარი ნებით ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ" - ნიკა გვარამია
1793605277
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...
1793604729
საზოგადოებაცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...
1793603629
ახალი ამბებიმარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...
1793602664
ახალი ამბებიდაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...
1793602356
მსოფლიოსაფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...



























