უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ - 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და ალფა-პვპ. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, მათ შორის არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის ჩადენილი ნასამართლევი პირის მიერ და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1785254459
ახალი ამბებიმართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1785252632
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება
„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ...
1785250272
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
„რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგი...
1785249310
ახალი ამბებიკულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც თინათინ რუხაძის განცხადებაშია ნათქვამი, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. „პრემიერ-მ...
1785248882
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია
სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოც...































