მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს - თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785248882

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია

სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოც...

ლევან ჟორჟოლიანი

1785247604

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია

„უკვირდებით, უკვე ორი დღეა რაზე წიკვინებენ? ესე იგი გამოვიდა ადამიანი, გიორგი ქართველიშვილი, რომელმაც თქვა რომ ეკლესიის გინება, სარწმუნოების გინება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების ლანძღვა-გინება არის მის...

ლიზა გეგეჭკორი

1785246495

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გ...

 ვასილ ბერიძე

1785244841

ახალი ამბები

ლევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერ...

ლევან მოსეშვილი

1785244443

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი