ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება
„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაახლოების წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, რომლის უმეტესი ნაწილი სამშენებლო პროექტებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ამ მიმართულებით მანამდე არსებულ არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრა.
„არ შეიძლება, ბიზნესს შედარებით ნაკლები უჯდებოდეს და უფრო ხარისხიანი იყოს მათ მიერ განხორციელებული მშენებლობა და სახელმწიფოსთან მიმართებით ფასი უფრო მაღალი იყოს და ხარისხი დაბალი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამისთვის ჩვენ გადავდგით ძალიან ბევრი ნაბიჯი, მთლიანად გავასწორეთ შესყიდვების სისტემა, აღმოვფხვერით ყველა არასწორი პრაქტიკა სამშენებლო პროექტებთან მიმართებით. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად არის ჩართული ყოველდღიურ საოპერაციო ქმედებებში. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა მასალების, მანქანა-მექანიზმების, შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულებები ქვეყანაში. არავინ იცოდა, მშენებლობაზე რა წარმოადგენდა საბაზრო ღირებულებას. ჩვენ შემოვიტანეთ ინდექსაცია, რაც მრავალწლიან პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც შესაძლოა, იმპორტული საქონელი რეგიონში არსებული სიტუაციის გამო გაძვირდეს, რაც ინდექსაციის დანერგვის შედეგად, მხოლოდ ბიზნესის რისკი აღარ არის და ჩვენ ვინაწილებთ ამ რისკს. თუ შემცირდება ფასები, ეს აისახება საერთო თანხაზეც. ასევე შესყიდვების კანონმდებლობაში შევიდა ძალიან ბევრი სწორი ცვლილება, რისი პრეზენტაციაც გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსექტორთან და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, გაგვეჯანსაღებინა სისტემა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, „დიზაინ ბილდის“ პრაქტიკა შეიცვალა და პროცესი მთლიანად პროექტირებაზე გადავიდა.
„ჩვენ გვწამს, რომ რაც უფრო მეტს დახარჯავ პროექტზე, მით უფრო მეტ ხარისხის მიიღებ ჯამში და მშენებლობის პროცესში ნაკლები დანახარჯი ექნება სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ვუთხარით, რომ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე. ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმეში გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები. ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, ჩვენ შესაბამისად, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ ხარისხიანი შესრულება, ხარისხიანი პროდუქტი, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2 ან 3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს და მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მოვლა-პატრონობის ხარჯები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, შესყიდვების სისტემა, მათ შორის ინდექსაციის მიმართულებით, არ ტოვებს სივრცეს გარდა იმისა, რომ ბიზნესსექტორმა ხარისხიანად იმუშაოს.
„ქართველი მშენებელი უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხიან ინფრასტრუქტურასთან, ხარისხის ნიშანთან და ეს პირდაპირ აისახება, როგორც მუშახელის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმზე, ისე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი ინფრასტრუქტურის ხარისხზე, რომელმაც უნდა გაუძლოს წლებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1785246495
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ვასილ ბერიძე პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. მას 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ბერიძე სასამართლოს დარბაზიდან გ...
1785244841
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერ...
1785244443
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1785243769
მსოფლიოისრაელ კაცი: ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ, თუმცა აშშ ამჟამად ამას არ ამტკიცებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკრძალავს. „ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ირანის ენერგეტიკულ სამიზნეებს დავარტყათ. შე...
1785243716
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას
ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - განაც...





























