უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე ორშაბათს წარადგენენ
უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში რეგისტრირებულია და კანონმდებლებს ორშაბათს ბიუროს სხდომაზე წარედგინებათ. დამტკიცებულია ზოგადი განათლების კონცეფციაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიზანი, ეფექტიანი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნა და ახალგაზრდების მომავლის გაუმჯობესებაა.
„სახელმწიფო არა მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებას ახორციელებს. ეს არის სტრატეგიული ხედვის ნაწილი, რომლითაც მთავარია ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ქვეყნის მომავლის გაუმჯობესება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაცემულ დიპლომზე, რომ აქ მიღებული ცოდნით სტუდენტმა შეძლოს იყოს კონკურენტუნარიანი, ამასთან ერთად სახელმწიფო და ეროვნული პრინციპებით გამსჭვალული“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა ექნება.
„3 წლის თავზე ეს რეფორმა უნდა დასრულდეს, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ახლა უკვე კომიტეტში, ასევე სესიების ფარგლებში განვიხილავთ ამ პაკეტს. სრული მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე განვითარდეს, კიდევ უფრო წინ წავიდეს და ყველა სტუდენტს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
1769719031
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო, აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს
ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან...
1769718032
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: ჩვენ დავნერგეთ და პირველი იანვრიდან გაეშვა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, MRS სისტემა - ადრე თუ მხოლოდ ორი ინვოისი იყო საკმარისი, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ახლა ეს მისდის აბსოლუტურად ყველა მიმწოდებელს
ჩვენ დავნერგეთ და პირველი იანვრიდან გაეშვა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, MRS სისტემა - ადრე თუ მხოლოდ ორი ინვოისი იყო საკმარისი, რომ ბაზრის კვლევა ჩატარებულად ჩაგვეთვალა, ახლა ეს მისდის აბსოლუტურ...
1769717830
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუ კი იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს
ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შა...
1769717132
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრის კვლევის და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მოხდა 300 მლნ-ით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელმწიფომ
მთავრობის ადმინისტრაციის შესყიდვების და ბაზრის კვლევის და სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მოხდა 300 მლნ-ით ნაკლების გადახდა იმ საქონელსა თუ მომსახურებაში, რომელიც შეისყიდა სახელ...
1769716350
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი, იგივე მისამართზეა „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები, ეძებენ გზას, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება
ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი. ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ - ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართზეა რეგიტრირებული „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის ს...































