შალვა პაპუაშვილი: ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე

ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, ხედავს თუ არა რესურსს სხვა ძალებთან დისკუსიის გამართვის და რას მოუტანს საზოგადოებას დებატების იდეის დაბრუნება, რაც პოლარიზაციის გარკვეულ რგოლშია ჩაკეტილი.

„ნებისმიერ ძალასთან, ვინც აღიარებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის ნება გამოიხატება არჩევნებში, რომ ქართველი ხალხის არჩევნებში გამოხატული ნებით განისაზღვრება უმრავლესობა და უმცირესობა და ქართველი ხალხის მიერ დადგენილი უმრავლესობის დღის წესრიგით, თუ პროგრამით ხდება ქვეყნის მართვა, ვინც აღიარებს დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგს და ქართველ ხალხს, არ შესციცინებს სხვებს და იქიდან არ ელოდება დირექტივებს, ყველა მათგანთან ვართ მზად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.

ჩვენ ხომ ამ დებატებში სინამდვილეში სულ ვართ?! კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ინტერაქცია მაქვს ჟურნალისტებთან, პარლამენტში, თუ სხვაგან, სადაც არის ყველა ჟურნალისტი, მათ შორის პარტიული მედიის წარმომადგენლები. არ არსებობს კითხვა, რომელსაც არ ვპასუხობ. ასევეა პრემიერ-მინისტრი, ასევეა პრეზიდენტი. არ არსებობს კვირა, სადაც ნებისმიერ ჟურნალისტს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვირაში ორი, ან სამი უმაღლესი თანამდებობის პირთან რომ არ ჰქონდეს ნებისმიერ კითხვის დასმის შესაძლებლობა. ჩვეულებრივი ტოქშოუ გვაქვს, თან ჰარდთოქი, ასე რომ, არაფერს გავურბივართ. საქმე ისაა, რომ ისინი გაურბიან, ვისაც კვალიფიციური აზრი არ აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769716293

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე

ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმე...

შალვა პაპუაშვილი

1769714953

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში

კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...

ლევან ჟორჟოლიან

1769714782

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში

ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმ...

სარჯველაძე ჟორჟოლიანი

1769713966

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე

ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფა...

ლევან ჟორჟოლიანი

1769712598

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...

ტრამპი