შალვა პაპუაშვილი: კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო, აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს
ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა ტიპის განაცხადია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების გამო შეიქმნას ექსპერტული მისია.
„არ იქნება „მეგობარი აქტი“, იქნება ეს. ეს [მისიის შექმნა] აჩვენებს იმ მავნე და ბოროტ ზრახვებს, რომელიც საქართველოს მიმართ ზოგიერთს აქვს, რომ მუდმივი თემები ჰქონდეთ. მოსკოვი ამ შემთხვევაში სიმბოლურია. ადრე მოსკოვიდან რევიზორი რომ ჩამოდიოდა, ახლა მოსკოვის მექანიზმით, რევიზორები უნდა ჩამოვიდნენ. ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალასს არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს. თუ რაიმეს შნო და თავი აქვთ, იციან რა უნდა გააკეთონ - ჩავიდნენ უკრაინაში და იომონ. გაურბიან ამ ყველაფერს, აომებენ უკრაინელებს და ზელენსკი იხვეწება, ის მაინც მითხარით, ნამდვილად მიგვიღებთ თუ არა ევროკავშირშიო და აუქნიეს დღეს ხელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1769716293
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე
ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმე...
1769714953
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში
კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...
1769714782
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში
ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმ...
1769713966
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე
ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფა...
1769712598
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...































