შალვა პაპუაშვილი: თუ კი იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს

ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გრანტების კანონის“ ერთ-ერთ პუნქტზე საუბრისას, სადაც საუბარია, რომ კომპანია, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას დაჯარიმდება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კანონი ისედაც კრძალავს იურიდიული პარტიების მხრიდან შემოწირულების გაკეთებას პარტიებისთვის და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმებად გადაქცევის შესაძლებლობა.

„საქართველოში აკრძალულია იურიდიული პირების მხრიდან პარტიებისთვის შემოწირულების გაკეთება. ანუ იურიდიულ პირს, კომპანიას არ შეუძლია პოლიტიკაში ირიბად ყოფნა, პარტიის დაფინანსება, რომ შემდეგ მისი ინტერესი პარტიამ გაატაროს. აკრძალულია ეს ჩვენთან. აქედან ლოგიკა, თუ კი ჩვენ ვთანხმდებით და ეს აკრძალულია საქართველოში, რომ იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს. ეს რეგულაცია ამას გულისხმობს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ვინც არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები და მთელი მათი მომართულობა არის ის, რომ რამენაირად გარე ძალებს ასიამოვნონ, ზოგიერთი ან ბიზნესშია ან სხვაგან, მათ პირადად რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს შემდეგ წამოაყენებენ და კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა გარკვეული აქტივობების. მათ შორის მათი რეკლამა, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური შინაარსი ჰქონდეს ანუ კომპანია ხდება უკვე პოლიტიკური აქტორი. თუ კი კომპანიას, იურიდიულ პირს აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნა.

როდესაც ბიზნესმენის პოზიცია არის, რომ ხელი არ ჩამოართვა, გარიყე, „ბიომასა“ დაუძახე, ზიზღი, სიძულვილი და როდესაც ამ ადამიანს აქვს კომპანია, რომელიც შეიძლება ხალხს მომსახურებას უწევს და იქ რომ ადამიანი შედის და მტრულ გარემოს უხვედრებს პირადად მის წინააღმდეგ, რომ არ ხარ ადამიანი, ხარ გასარიყი, ხარ ჩამოსაწერი.

თვითონ, რაც უნდათ ის ქნან, თავის სიძულვილში ბოლომდე ჩაიხარშონ მათი ხვედრი ეს არის, მაგრამ მათმა კომპანიებმა კეთილი ინებონ მოემსახურონ ყველას და არ გახდნენ პოლიტიკური პლატფორმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769716293

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე

ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმე...

შალვა პაპუაშვილი

1769714953

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში

კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...

ლევან ჟორჟოლიან

1769714782

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში

ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმ...

სარჯველაძე ჟორჟოლიანი

1769713966

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე

ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფა...

ლევან ჟორჟოლიანი

1769712598

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...

ტრამპი