შალვა პაპუაშვილი: ეს არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი, იგივე მისამართზეა „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები, ეძებენ გზას, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება

ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი. ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ - ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართზეა რეგიტრირებული „პუბლიკა“, ტაბულა, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება, - განაცხადა „იმედი LIVE“ -ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც გადაცემაში შესაბამისი ფოტომასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.

მისი თქმით, სწორედ ამ გზებით ცდილობს ევროკავშირის საქართველოში მოქმედი კანონის გვერდის ავლით ფული მიაწოდოს მის მართულ „ენჯეოებს“.

„ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ - ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართი გახლავთ ე.წ. მედია, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის - „პუბლიკას“ ესტონეთის მისამართი და კიდევ რამდენიმე ასეთი ორგანიზაციის. აი, ეს არის რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ლიანდაგის გვერდით დანგრეული შენობა - ამაზე გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არის ესტონური ორგანიზაცია.

ეს ყველაფერი კარგად ჩანს და არის დოკუმენტები ამ ყველაფრის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ესტონეთის მისამართი, სადაც ეკა გიგაური და ალექსანდრე ბარამიძე არიან რეგისტრირებული. „საქართველოს ევროპული ორბიტა“ - ნინო ლომჯარია, მიხეილ ბენიძე. აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული და არა ქართული ნომრები. არ ვიცი იქ რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული. გამოცემა „პუბლიკა“ ესტონური მედია გამხდარა.

„on.ge“ ესტონური მედია გამხდარა. „ტაბულა“ ესტონური მედია გამხდარა. და კიდევ ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის, როგორც მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური BBC-ის ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მედიცინის მუშაკი კონსტანტინე ჩახუნაშვილი აღმოჩნდა ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციის კონტენტ კრეატორი. ეს ის ხალხია, რომელზე დაყრდნობითაც ცილი დასწამეს საქართველოს, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის იარაღი აქვს გამოყენებული.

ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ეს დაგვიანონსა ქალბატონმა კოსმა.

ეძებენ გზას, ქართველი ხალხის დაუკითხავად, როგორ მოახდინონ პოლიტიკაში ფულის ჩადინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769716293

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე

ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ეს კანონები მივიღოთ, 1 მლნ 200 ათასმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ დავინახოთ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ნებართვის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „იმე...

შალვა პაპუაშვილი

1769714953

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: კარტელურ შეთანხმებებზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში

კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძი...

ლევან ჟორჟოლიან

1769714782

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში

ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმ...

სარჯველაძე ჟორჟოლიანი

1769713966

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: ჩვენი მიზნები არასდროსაა მოკლევადიანი, ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე

ეს არ არის ერთჯერადი პიარ აქცია, პროცესი უნდა იყოს დროში განგრძობადი და ყველამ უნდა ვიგრძნოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სურსათზე ფა...

ლევან ჟორჟოლიანი

1769712598

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ევროპა გონს უნდა მოეგოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპის ამჟამინდელი მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და ლიდერებს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა. „ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ი...

ტრამპი