უნგრეთში ვაქცინის გაკეთება უკვე მოზარდებისთვისაც არის შესაძლებელი
უნგრეთში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ახლა უკვე თინეიჯერებსაც შეუძლიათ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 16-18 წლის ახალგაზრდებს „ფაიზერის“ ვაქცინა სასკოლო გამოცდების შემდეგ გაუკეთდებათ.
ვაქცინაციაზე უკვე დარეგისტრირებულია 90 ათასი თინეიჯერი.
აცრისთვის მშობლის თანხმობაა საჭირო.
თამასი 17 წლისაა, მისი აზრით, ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.
„ძალიან მინდოდა აცრა. როცა გავიგე, რომ ჩემი ასაკის მოზარდებსაც შეეძლოთ ვაქცინის გაკეთება, ვორჭოფობდი. თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე, ჩავწერილიყავი“, – ამბობს სკოლის მოსწავლე თამას სეფერი.
ბენსსაც არ სურს, რომ ვირუსი სახლში მიიტანოს. ამიტომაც მან აცრის გაკეთება მშობლებზე ადრე გადაწყვიტა.
„აცრა ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაცავად გავიკეთე. არ მინდოდა, რომ ვირუსი შემყროდა“, – ამბობს ბენს ჩიზმაზია, სკოლის მოსწავლე.
ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაისი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელია, რადგან მათ ხშირად აღენიშნებათ პოსტკოვიდური სიმპტომები.
„უნგრეთში სატესტო რეჟიმში უკვე 6-იდან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვფიქრობ, შემოდგომას, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ყველა სკოლის მოსწავლე ვაქცინირებული იქნება“, – იმედოვნებს ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაი.
უნგრეთში ექვსი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, მათ შორისაა „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოფარმისა“ და „სპუტნიკის“ ვაქცინები.
ვაქცინის პირველი დოზა ოთხმილიონ-ნახევარ ადამიანს უკვე გაუკეთდა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ის ადამიანებიც შეძლებენ აცრას, რომელთაც მხოლოდ დასავლური წარმოების ვაქცინის გაკეთება სურთ.
euronewsgeorgia.com
1788675918
მსოფლიოუიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...
1788674447
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...
1788641260
მსოფლიოირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...




























