„დაგეგმე ფინანსები, რეჟიმი, წამოწყებები...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი დავით ნიბლაძე
ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და წერს:
„4-დან 26 აგვისტომდე მერკური საკუთარი მმართველობის ნიშანში, ქალწულში იმოძრავებს.
ლომისგან განსხვავებით, სადაც 19 ივლისიდან იმყოფებოდა, ქალწული ნაკლებად ეგოცენტრული და ექსპრესიულია. თვითგამოხატვის ნაცვლად, მისთვის თვითჩაღრმავება, ლოგიკური გადაწყვეტილებები, ანალიტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია.
ქალწული ცდილობს სრულყოფას, საქმის იდეალურად შესრულებას და კრიტიკული არამხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც საკმაოდ დიდი დოზითაა. ამ პერიოდში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება დაგვეხმარება საკითხები სწორად შევაფასოთ, მივიღოთ პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და აღვიქვათ მიზეზშედეგობრივი კავშირები.
ეს არის გეგმების შედგენის, საქმის კეთების, კორექციების შეტანის, სწავლის, შრომის, ფუსფუსის პერიოდი. თუ ამ დროს შვებულება და დასვენების დღეები დაგემთხვა, გული არ დაგწყდეს. ეს ენერგია შეგიძლია, პერსონალური გეგმების შედგენისთვის გამოიყენო. დაგეგმე ფინანსები, რეჟიმი, წამოწყებები, თავის მოვლის გზები და ა.შ. მერკური ქალწულში დაგვეხმარება წესრიგის აღდგენა-დამყარებასა და ჯანმრთელობაზე მეტი ყურადღების გამოჩენაშიც.
თუ ზედმეტ კრიტიკულობას თავს ავარიდებთ და ურთიერთობებში მეტ დიპლომატიას გამოვიჩენთ, ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის. ასევე ვეცადოთ, დეტალებში კირკიტის გამო მთლიანი სურათი არ დავკარგოთ.
არ დაგვავიწყდეს, რომ მზე ლომშია, რომელიც წვრილმანებისა და კრიტიკის მიმართ დიდი ლოალურობით არ გამოირჩევა. ამიტომ, ბალანსი და ზომიერების დაცვა იდეალური გამოსავალი იქნება.
ნაყოფიერ და მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს დავით ნიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 3 აგვისტოს?
1794041433
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...
1794039239
ახალი ამბებიბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...
1794038057
ახალი ამბებიალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...
1794034662
ახალი ამბებისამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზ...































