ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა, საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან - ცესკოს განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკო განმარტავს, ანალიტიკოს ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა და „ექსპერტული წრისთვის შეუფერებელი არაკომპეტენტურობაა“.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ არაერთხელ გაკეთდა ამომწურავი განმარტება, მისი მხრიდან ამ თემაზე კვლავ აპელირება, სავარაუდოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა და ექსპერტული წრისთვის შეუფერებელი არაკომპეტენტურობაა.

სამწუხაროდ, მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და წარმოადგენს იმ ტენდენციის გაგრძელებას, როცა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის კონკრეტული ექსპერტები/დამკვირვებლები, სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე არგუმენტების გარეშე აკეთებენ მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ განცხადებებს.

როგორც ჩანს, ვანო მაჭავარიანი არ იცნობს და არც დაინტერესებულა საარჩევნო აპარატებისა და პროცედურების ტექნიკური შესაძლებლობებით. ასევე არ იცის, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგი ეყრდნობა კომისიის მიერ ბიულეტენების ხელით გადათვლას. ეს პროცესი კი ხორციელდება საჯაროდ, ჩართული მხარეების თანდასწრებით.

ამასთან ის საუბრობს საარჩევნო აპარატებში მონაცემების ჩატვირთვაზე, რის ტექნიკური შესაძლებლობაც საქართველოში გამოყენებულ აპარატებს არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის კი რუსული საარჩევნო ტექნოლოგიების მაგალითს იშველიებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების არქიტექტურა და პროცედურები განსხვავდება იმ მოდელებისგან, რომლებზეც აღნიშნული მაგალითი არის დაფუძნებული.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მოისმინოს და გაიზიაროს არგუმენტირებული მოსაზრებები/რეკომენდაციები, თუმცა ვერ გაიზიარებს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ფაქტებს, ტექნიკურ დოკუმენტაციასა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790066060

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნე...

მიხეილ ყაველაშვილი

1790064964

ახალი ამბები

კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით. როგორც მან თბილისის მუნიცი...

კახა კალაძე

1790063202

ახალი ამბები

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისივე განმარტებით, რიყი...

თბილისობა

1790062891

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების მხრიდან

„ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მ...

თორნიკე ჭეიშვილი

1790062076

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს ს...

ირაკლი კირცხალია