კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა, სპეციალისტებთან ერთად, პირველივე დღეს დაიწყო შესაბამისი საპრევენციო ზომების გატარება.
„თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შექმნილ ვითარებაზე ამ დღეების განმავლობაში არ გამიკეთებია განცხადება. მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლე, რადგან უმთავრესი იყო ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფაქტის გამოვლენისთანავე დავიწყეთ. ამას სჭირდებოდა არა პანიკა, სხვადასხვა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა ან პოლიტიკურ დებატებში ბრძოლა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა და პრობლემის მიზეზის დადგენა. იმავე დღეს, ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული საპრევენციო ზომების გატარება. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. შესაბამისი ორგანიზაციებისა და ლაბორატორიების ჩართულობითა და კვლევების შედეგად, გამოვლენილია ნოროვირუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში შვიდივე საბავშვო ბაღში, რომლებიც დროებით დახურული იყო, სააღმზრდელო პროცესი აღდგება.
„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ტყუილი. გუშინ ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი ერთ-ერთ ტელევიზიაში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს, ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით მოიწამლნენ. ეს ძალიან დიდი სიცრუეა, მით უმეტეს, რომ იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა. არ დაუჯეროთ თაღლითებს. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის სიმართლეს ვეტყვით. აბსოლუტურად ღია ვართ, არ გავურბივართ პრობლემებს, ყოველთვის გამოვდივართ და საზოგადოებას ვაწვდით სწორ ინფორმაციას. ჩემთვის გასაგებია, რა არის მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელების მიზანი, მაგრამ როცა საქმე პატარებს ეხება, ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებზე და ყველა ცილისწამებაზე ბაღების სააგენტო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს 60 000-ზე მეტ პატარაზე.
„მადლობას გიხდით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, არა მხოლოდ ამ დღეებში, წლების განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი შრომისთვის. გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე 60 000-ზე მეტ პატარას - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოითხოვს ტიტანურ შრომას, რასაც თქვენ წარმატებით ართმევთ თავს. აქვე ბოდიშსაც გიხდით იმისთვის, რომ ზოგჯერ პოლიტიკური სპეკულაციებისა და თავდასხმის ობიექტები ხდებით, რისი მიზანიც თბილისის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაა, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობა ფუჭია, რადგან ჩვენი აღსაზრდელების მშობლები ნდობას უცხადებენ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს და ზუსტად იციან, რომ მათ შვილებზე ბაღის კედლებში ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარ ოჯახში. მადლობა მათ ამისთვის. იცოდეთ, ჩვენ ამ ნდობას ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში არიან ჩართული.
„მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ლაბორანტებს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ყველა იმ უწყებას, ვინც ჩართული იყო ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში. კვლევები გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად როგორ და საიდან გავრცელდა აღნიშნული ვირუსი და რა იყო დაავადების წყარო. ზოგადად, გვაქვს კონკრეტული თვეები, როდესაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტი ინტენსივობით ხდება. არა მხოლოდ საბავშვო ბაღებზეა საუბარი, არამედ მოზარდებზე და სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარებს, რომელთა ბედნიერი ბავშვობისთვის კეთდება ყველაფერი. სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველა განხორციელებული თუ სამომავლო პროექტების ამოსავალი წერტილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1790058997
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში
„პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები“, - ამის შესახებ მთავრობის ადმ...
1790058968
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შე...
1790058391
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სამიტზე...
1790057575
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში
„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1790057159
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყველასთვის ცნობილია, რომ შავი ფულის შემოსვლის ყველა ხვრელი ამოვქოლეთ, შესაბამისად, ყველას ვისაც უნდა, რომ საქართველოში თანხა დახარჯოს, აქვს შესაძლებლობა, რომ მთავრობას მიმართოს და თანხმობა აიღოს
„არც გვინდა დავუშვათ, რომ ევროსაბჭომ მიზნად დაისახა კანონის გვერდის ავლა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა ბახმაროში გამართული...































