არჩილ გორდულაძე: რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „გრანტების შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, როგორც ვიცით, გრანტად არ ჩაითვლება დიპლომატიური დაწესებულების და მსგავსი ორგანიზაციის მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები. რომ განგვიმარტოთ კიდევ ერთხელ, რა ტიპის სახსრებზეა საუბარი?“
არჩილ გორდულაძის თქმით, ცვლილება პირდაპირი თარგმანია ამერიკაში მოქმედი გამჭვირვალობის, „ფარას“ კანონისა.
„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, საკანონმდებლო ინიციატივას, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა საკანონმდებლო კუთხით, ჩვენი გუნდის ინიციატივით. მისი მიზანია ერთი მხრივ, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გარედან შემოტანილი თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის დაცვა მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, უცხოეთიდან განცხადებები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ხვრელები იპოვონ, საკანონმდებლო სივრცეები იპოვონ, შემოიტანონ თანხები. დააფინანსონ ის პირები, რომლებიც მათ მიაჩნიათ მოქალაქეებად და სხვა, მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თითქოს ადამიანიც კი არ არის. მცირე ჯგუფზე აქცენტის გაკეთება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მიუღებელია. სხვა ქვეყნებშიც ზუსტად ანალოგიური მიდგომიდან გამომდინარე, ცდილობენ რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიცვან. ჩვენ ზუსტად ამ მიზნით არაერთი ცვლილება შევიტანეთ უკვე საკანონმდებლო სივრცეში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებას „გრანტების შესახებ“ კანონში, იგი ეხება პოლიტიკური საქმიანობის განმარტებას, თუ რა იგულისხმება გრანტად“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
1775569220
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე -...
1775568491
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გა...
1775567158
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775566714
მსოფლიოორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...
1775566550
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება
„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმა...




























