არჩილ გორდულაძე: ევროკავშირში აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას. გაჩერების მიზეზი იყო, რომ თუ ჩვენ მას მივიღებთ, მაშინ ვერ შევძლებთ საქართველოში ეს კანონი გავაპროტესტოთო. არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „დღის ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ანალოგიური კანონით სარგებლობა რატომღაც დიდი ქვეყნებისთვის მისაღებია და საქართველოს შემთხვევაში ეს კანონის დამუნათების მიზეზი ხდება.
„როდესაც სხვადასხვა ორგანიზაცია განცხადებებს აკეთებს მაგალითად, ქართულ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაგალითად, „FARA“-ს ქართულ თარგმანთან დაკავშირებით ან „გრანტების შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში კეთილი ინებონ ამ ორგანიზაციებმა და მათ შორის სამართლებრივადაც გააკრიტიკონ მაგალითად აშშ, გააკრიტიკონ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი
გვახსოვს, რომ ევროკავშირში 2024 წელს აპირებდნენ „გამჭვირვალობის კანონის“ იდენტური ცვლილებების მიღებას, რომელიც იქნებოდა მითითებით სხვა ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამ დირექტივის განხილვა გააჩერეს. პირდაპირ ოფიციალურ დოკუმენტში ეწერათ და ახლაც წერია, რომ გაჩერების მიზეზი იყო, რომ „თუ ჩვენ ევროკავშირში ამ დირექტივას მივიღებთ, მაშინ ვერანაირად ვერ შევძლებთ, რომ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება გავაპროტესტოთო“. ვხედავთ, რომ არის სტანდარტების პირდაპირი რღვევა. თითქოს ისე გამოდის, რომ სხვადასხვა ქვეყანას თუ ძლიერი ეკონომიკა აქვს, ბევრი ჯარისკაცი ჰყავს, დიდი პოლიტიკური შესაძლებლობები აქვს, ისინი ხალხი არიან და მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვან, გარე ჩარევებიც მინიმუმამდე დაიყვანონ. ხოლო ჩვენ, რომელიც პატარა ქვეყანა ვართ მაგრამ ღირსებით არავის ჩამოვუვარდებით თურმე ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. შემთხვევით, ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რაზეც საუბრობს მაგალითად აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, რაზეც საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომ არსებობენ ძალები, რომელსაც ისინი „დიფ სთეითს“ უწოდებენ, ჩვენ კი „გლობალური ომის პარტიას“, რომ თავიანთი გავლენები გაზარდონ სხვადასხვა ქვეყანაში. რბილი ძალის გამოყენებით ჩვენ ქვეყანაში „შავი ფული“ შემოიტანონ, შემდეგ ეს ფული რას მოხმარდება კაცი ვერ გაიგებს და შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში იმას, რომ პოლიციელების დაწვის მცდელობები ჰქონდეთ, „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლონ. დააზიანონ სახელმწიფო საკუთრება, გაანადგურონ კერძო საკუთრებები. ან მაგალითად, ლგბტ კამპანია შეიტანონ სკოლებსა და ბაღებში. ამაზეც ხომ გვაკრიტიკებენ?! ჩვენთვის მთავარია რა არის სიმართლე, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ამიტომაც უცხადებს მხარდაჭერას ჩვენს გუნდს. იციან, რომ გარედან მითითებებს არ ვექვემდებარებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1775569220
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე -...
1775568491
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გა...
1775567158
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775566714
მსოფლიოორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...
1775566550
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება
„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმა...



























