შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - online.naec.ge.
დასკვნით ტურში გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით 114-მა მონაწილემ (მათგან რამდენიმემ 1-ზე მეტ საგანში) მოიპოვა.
გამარჯვებული მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მიღწევებით, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარით, ასევე, სწავლისადმი მაღალი მოტივაციითა და პასუხისმგებლობით.
მესამე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% მოიპოვა და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 10 მონაწილეს შორის მოხვდა. გამარჯვებულად მიიჩნევა, ასევე, ის მონაწილე, რომლის მიღებული ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგული სიის პირველ ათეულში მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, საბოლოო რეიტინგის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებულია მეორე ტურში მიღებულ შედეგებიც და საჭიროების შემთხვევაში პირველი ტურის შედეგებიც.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით, ასევე გახდებიან საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში ათიათასობით მოსწავლეა ჩართული. პირველ ტურში მონაწილეობა 20 000-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის შედეგების საფუძველზე მეორე ტურში 8000-მდე მოსწავლე გადავიდა, ხოლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნით ტურში 625 (მათგან 75 მოსწავლე 1-ზე მეტ საგანში იღებდა მონაწილეობას) მოსწავლე გადავიდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და სწავლის მოტივაციის ამაღლება.
რეიტინგული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://www.naec.ge/#/ge/post/3544
1775568491
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გა...
1775567158
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775566714
მსოფლიოორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...
1775566550
ახალი ამბებიმეუფე შიო: ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება
„დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმა...
1775565780
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმ...


























