ვოლსკი: რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება

ჩვენი ინტერესი და მთავარი ამოცანაა, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში.

ამასთან, გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოპტიმალურ პოლიტიკას ატარებს.

„ვფიქრობთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ისევე, როგორც მთავრობის განცხადება ამასთან დაკავშირებით არის ადეკვატური, შესაბამისობაში იმ რესურსებთან და ბერკეტებთან, რომლებიც საქართველოს აქვს. საკმაოდ სათუო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაღაც ხმამაღალი განცხადებების კეთების წარმატება, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, როცა საქართველოში, შიგნით არსებობს დესტრუქციული ძალების მთელი კოჰორტა, რომელსაც ერთი სული აქვს, მოახდინოს ინტერპრეტაცია ნებისმიერი განცხადებისა, მათ შორის მამუკა მდინარაძის 14 თვის წინ გამონათქვამი აბსოლუტურად სხვა კუთხით დაანახვეს საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის ვენესუელას მხრიდან და ეს იქნება არაღიარების პოლიტიკის კიდევ ერთი წარმატება, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ინტერესი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

გარდა ამისა, გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი გლობალური პროცესები, რომლებიც კაცობრიობის ხვალინდელ დღეს გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ამ პროცესების შემხედვარე და, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში მყოფი, არის ოპტიმალური, ისეთი, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. ეს ეხება არა მარტო კონკრეტულად ქმედებებს, არამედ განცხადებების შინაარსსაც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767633322

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც

ჩვენ ერთგული ვრჩებით იდეის, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდეს, თუმცა გვაქვს წითელი ხაზებიც ეს წითელი ხაზია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სადაც ჩარევის უფლებას ვერავის მივცემთ, -...

ნინო წილოსანი

1767631685

მსოფლიო

დანიის პრემიერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როდესაც ის ამბობს, რომ გრენლანდია სურს - თუ აშშ ნატოს სხვა წევრ ქვეყანას თავს დაესხმება, ყველაფერი დასრულდება

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი გრენლანდიის დაუფლების სურვილის მიმართ. „სამწუხაროდ, ვფიქრობ, ამერ...

დანიის პრემიერი ტრამპს

1767629127

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან მატარებლების განახლებული რეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები: №870/869 თბ...

საქართველოს რკინიგზა

1767628192

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზ...

ანტონიუ გუტერეში

1767627156

საზოგადოება

ქეთევან ტურიაშვილი: ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს, როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ - ყოჩაღ! ბოლომდე მივაწვეთ!

„ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც, ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს. როგორც ვხვდები, წამლების ფასზე მოკალათებულებსაც დაერხათ“, - ამის შესახებ არქეოლო...

ქეთევან ტურიაშვილი