შალვა პაპუაშვილი: იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა, არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას, არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში

 ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ, ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ – გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა.

„საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი – ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება.

საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობაც. ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში გავუძელით მსგავს „საერთაშორისო წესრიგებს“, გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია – დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში.

გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის – ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს. როგორც ადრე, დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი.

ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ – გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს – ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს – ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი.

დაბოლოს, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია.

იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში – არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში.

ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767790070

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესას...

შალვა პაპუაშვილი

1767788331

მსოფლიო

ABC News: ტრამპი ვენესუელისგან რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეუთვალა, რომ რეჟიმმა თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, სანამ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუა...

დონალდ ტრამპი

1767786611

საზოგადოება

ნუნუშა ვასაძე: ევროკავშირი გლობალურ პოლიტიკაში მოთამაშე ვეღარ არის სამწახაროდო, შალვა პაპუაშვილი ამბობს ვენესუელას კონტექსტში და რა ევროკავშირი, სენატორებმა და კონგრესმენებმა არ იცოდნენ არაფერიო - რომელიღაც ჟურნალისტი აწვება მთელი სერიოზულობით

 ფეისბუკ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ევროკავშირი გლობალურ პოლიტი...

ნუნუშა ვასაძე

1767784187

საზოგადოება

მარიამ ლაშხი სააკაშვილის განცხადებაზე: შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მათი არასწორი კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ მიზანს

 შობის დღესასწაულთან დაკავშირებული მათი არასწორი კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ მიზანს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რითაც გამ...

მარიამ ლაშხი

1767782822

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

 გიორგი ვოლსკის შეფასებით, შობის თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზოგადოების ფენის შექმნა სურს, რომ...

გიორგი ვოლსკი