ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეწყვეტილია. როგორც bm.ge-ს “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, გუშინ ორი რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მიმდინარე პროცესების გამო ფრენების აღდგენის განრიგი ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

„ყაზახეთიდან უნდა შესრულებულიყო ორი რეისი. ავიაკომპანია SCAT-ის აქტაუ-თბილისი, რომელიც გუშინ არ გამოფრენილა. სავარაუდოდ, ახლა 11-ზე უნდა გამოფრინდეს, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.

ავიაკომპანია Air Astana - ალმათი-თბილისი, რომელიც ასევე არ გამოფრენილა გუშინ. ამ ეტაპზე ამ რეისის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს როდის გამოფრინდება, ე.წ stand by-ზეა.”- აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

Bm.ge კომპანია SCAT-ის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ყაზახურ მხარესთან ამ დროისთვის ვერანაირი ტიპის კომუნიკაცია ვერ მყარდება.

„ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია ყაზახეთთან, რეისები ჯერჯერობით არ სრულდება. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მგზავრებთან ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია და ვატყობინებთ სიახლეებს. ჩვენი ერთი რეისი არ შესრულდა 4-ში, შემდეგ არ შესრულდა გუშინ და დღეს კიდევ ორი რეისი. არც ინტერნეტი, არც სატელეფონო კავშირი არ გვაქვს და შესაბამისად ამ ეტაპზე არაფერი არ ვიცით", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, ალმათის აეროპორტი მომიტინგეებმა გუშინ დაიკავეს.

გამოცემა centralasia-ს თანახმად, გუშინ ღამით აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია დაიწყო, გადაიდო ჩამომფრენი და გამფრენი რეისებიც. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი და გამორთულია სატელევიზიო არხების ნაწილიც.

წყარო: bm.ge

ამავე თემაზე:

🔵 8 დაღუპული და 317 დაშავებული - ყაზახეთის შსს

🔵 VIDEO: ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

🔵 იერიშით აიღეს ქალაქის მერია, იწვის პროკურატურის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია - ვითარება ყაზახეთში (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი