ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
სერიოზულად რომ შევხედოთ საკითხს, ვხედავ სამ მდგენელს, რომელიც ალბათ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო. ერთი არის რომ იარლიყის მიწებება მომხდარიყო ამ ორი ტელევიზიისთვის, ჯამში ამ ორის რეიტინგი რომ აიღო, ფარავს ყველა დანარჩენს და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე მეტი ხალხი უყურებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რასაკვირველია საზოგადოებრივ აზრზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. ბრიტანეთშიც, ბორის ჯონსონი გვიყურებს თურმე, - განაცხადა „პოს ტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
ოდიშარიას განცხადებით, „იმედის“ და „პოს ტვ“-ის სანქცირების მიზანი იყო ამ არხებისთვის რუსული პროპაგანდის მანქანის იარლიყის მიწებება, ოპოზიციური არხებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ჩამქრალი ოპოზიციური მუხტის როგორღაც გამოცოცხლება.
„ერთი იყო, რომ იარლიყი მიეწებებინათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის მანქანა, ოღონდ, თან ეს ადამიანები ვინც ტაშს უკრავენ, არიან ისინი, აგენტის იარლიყს ნუ გვაწებებთ, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტები ვართო, ამბობდნენ გამჭვირვალობის კანონზე, როდესაც აგენტის ჩანაწერის ამოღებას ითხოვდნენ.
მეორე ნაწილია, რომ იქნებ, როგორღაც დახმარების ხელი გაეწვდინათ იმ მომაკვდავი ოპოზიციური არხებისთვის, რომლებიც რეიტინგებში ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იქნებ, როგორღაც ამ არხებს ფუნქციონირებაში ისე შევუშალოთ ხელი, რომ მაყურებელი აქეთ გადმოვიდეს, როგორღაც ამათი დემონიზება ისე მოხდეს, რომ სხვა გზა არ იყოს და ამათი მოსმენა და ყურება ხალხისთვის „გასატეხი“ გახდეს.
მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ მინავლებული ოპოზიციური მუხტისთვის, ამ აქტივიზმისთვის, როგორღაც ახალი ფითილი შეენთოთ, იმიტომ, რომ ნახავდით, რაც გააკეთეს პირველი, იყო სლოგანით - „უარი სანქცირებულ ტელევიზიებს“ - ამ სლოგანით მარში დაძრეს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, გარე ძალები და შიდა აგენტურა არ აღიარებენ საკუთარ დიაგნოზს, რაც მდგომარეობს მათი პოლიტიკური მომავლის არ ქონაში. ოდიშარიას შეფასებით, მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე არ არსებობს, იმის მიუხედავად, თუ რა სახის დახმარებას შესთავაზებს ოპოზიციას ნებისმიერი ევროპელი ბიუროკრატი.
„ჩვენ ამ მუდმივ წრებრუნვას ვუყურებთ. როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლეს, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, ისე შედეგს ვერ მიიღებენ - ეს ადამიანები არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ერს, ჩვენ კოლექტიური მეხსიერება გაგვაჩნია, გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის თავის ეროვნულ ინტერესსა და მოსახლეობაზე ორიენტირებული და მსგავსი უსამშობლო აგენტურის გასამარჯვებელი სივრცე და ველი ფიზიკურად არ არსებობს, როგორი ტრამპლინიც არ უნდა შეუქმნას ნებისმიერმა გარე ბიუროკრატმა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
1772522607
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქ...
1772520721
ახალი ამბებისაქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1772519655
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: თუ მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გაგრძელდა, მხოლოდ მკურნალობის დაფინანსება შედეგს ვერ მოიტანს
ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. „გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი რეაბილიტაციისა და მ...
1772518430
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ტრამპისთვის იქნება სუიციდი თუ ირანში გაგრძელდა ის, რაც იქ ახლა მიმდინარეობს
ირანში მიმდინარე პროცესებსა და აშშ-ის შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად დამაზიანებ...
1772516175
ახალი ამბებივოლსკი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა
არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ის გამ...































