ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს. ქადაგიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საელჩოების მუშაობაზე ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. დეპუტატი დაინტერესდა, არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც ზომავს დიპლომატების მუშაობას ამ თვალსაზრისით:
„პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ჩვენს ქვეყანასა და განსაკუთრებით თქვენ, ამ ფლანგის მედროშეს, ყოფნა. მე კონკრეტული საკითხი მაინტერესებს: ყველა ვთანხმდებით, რომ საელჩო არ არის მხოლოდ პოლიტიკური წარმომადგენლობა და ის უნდა იყოს ჰაბი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ქართულ ინტელექტუალურ კაპიტალს, აქტიურად ეხმარება ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს და იყენებს მათ რესურსებს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ეხმარება ქართულ ბიზნესსაც ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში და ცდილობს მოიზიდოს ახალი ინვესტიციები ქვეყანაში. შესაბამისად, კითხვაც აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ: როგორ ფასდება დღეს ჩვენი საელჩოების მუშაობის ეფექტურობა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით? არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები ან სისტემები, რომლებიც ზომავს, თუ რამდენად დაეხმარა ესა თუ ის საელჩო ქართულ ბიზნესს ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში? თუ ამგვარი ინდიკატორები არ არსებობს, იქნებ რაიმე სისტემა იქნეს მოფიქრებული, ე.წ. ინდიკატორების შეფასების სისტემა, თუნდაც KPI-ის მსგავსი, რომელიც დიპლომატების საქმიანობას პირდაპირ დაუკავშირებს ეკონომიკურ შედეგებს ციფრებში? რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებას და, ზოგადად, ქართული ექსპორტის მხარდაჭერას? ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად რამდენად მუშაობენ ჩვენი საელჩოები და როგორაა ეს ასახული რიცხვებში?“
მაკა ბოჭორიშვილმა დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საელჩოებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობაა და ამ მხრივ აქტიურობაზე მეტყველებენ ციფრებიც. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ საელჩოების მოსაგვარებელი საკითხი არაა და ცენტრალური ხელისუფლება მათთან ერთობლივ საქმიანობას ახორციელებს ამ მიმართულებით.
1776248712
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის დ...
1776247120
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ, თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების, მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციები...
1776246761
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად, დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის
9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვი...
1776243513
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
ცხრა ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას, მასში საუბარი იყო არჩევნებზე, შესაბამისად, როდესაც ეძებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე...
1776242106
ახალი ამბებიპაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური...































