ზაზა შათირიშვილი: დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი პოპულარული ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო

დავიწყოთ იმით, რაც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - წინასაარჩევნოდ გერმანიაში სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა, მათგან შვიდი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საარჩევნო სიის წევრი იყო, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, ამ დონისა და ტიპის საერთაშორისო სკანდალი უახლოეს წარსულში რთულად გასახსენებელია, თუმცა, ამის მიუხედავად, „დიფ სთეითის“ მიერ მართული მედია პოლიტიკოსების გარდაცვალების შესახებ არაფერს ამბობს.

ფილოსოფოსი კიდევ უფრო დაუჯერებელს უწოდებს გერმანელი სამართალდამცავების მიერ პოლიტიკოსების გარდაცვალების ფაქტების შესახებ უმოკლეს დროში რაიმე დანაშაულის გამორიცხვას.

„ამ დონის და ტიპის საერთაშორისო სკანდალი, უახლოეს წარსულში რთულად თუ გაგვახსენდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართული საერთაშორისო მედია მომხდარს, ანუ არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წევრის მოულოდნელ გარდაცვალებას არაფრად აგდებს და რომ არა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომლის კონტროლიც „დიფ სთეითს“ ძალიან უჭირს, ამის შესახებ ალბათ ვერაფერს გავიგებდით.
კიდევ უფრო დაუჯერებელი და გამაოგნებელია ის, რომ გერმანულმა სამართალდამცავმა უწყებებმა პოლიტიკოსების გარდაცვალებათა ამ გაუგონარი ფაქტების შესახებ, უმოკლეს დროში, რაიმე სახის დანაშაული გამორიცხა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის გარდაცვალება, ყველა შემთხვევაში, ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
დაუჯერებელია არა?!

უბრალოდ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ამბავს, ასეთი სკანდალი ნებისმიერ სხვა, „დიფ სთეითის“ მიერ ვერ/არ მართულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო...“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757316270

სპორტი

ირაკლი კობახიძე: კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 3 მილიონ ლარს გამოუყოფს და ევროპის ჩემპიონატზე ყოველი შემდგომი მოგებული თამაშისთვის ასევე 3 მილიონი ლარი დაწე...

ირაკლი კობახიძე

1757315354

ახალი ამბები

კახა კალაძე: შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია

თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის ჩვეულებრივი დღის წესრიგია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებუ...

კახა კალაძე

1757313895

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს. როგორც მან შესაბამისი შეკი...

კახა კალაძე

1757311981

სპორტი

ალექსანდარ ჯიკიჩი: ამბობდნენ, რომ პლეი-ოფში შემთხვევით მოვხვდით, დაე, ასე იყოს

ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ (80:70), საქართველოს ნაკრებიდან პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი და კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოცხადდნენ. „ვულოცავ ჩემ გ...

ალექსანდარ ჯიკიჩ

1757311093

ახალი ამბები

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ტერიტორია, სადაც სამშენებლო პროდუქცია იყო განთავსე...

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია