გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბათიაშვილს: უმაღლესი მთავარსარდალი ძირითადად არ იყო კონტაქტზე სამხედრო პირებთან და გენერალურ შტაბთან - რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ?

მართალია თქვენ 2003 -2012 წლებში თანამდებობები არ გქონდათ, მაგრამ მანამდე გქონდათ ისეთი თანამდებობები, როგორიცაა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური, მისი ხელმძღვანელობა და შემდგომში - თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეობა. შესაბამისად, გამოცდილებასთან ერთად ინფორმაციაც ბევრი გექნებოდათ, სახელმწიფოებრივი. ამიტომ არის, მათ შორის, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება და პოზიციები საინტერესო, - ასე მიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას, გურამ მაჭარაშვილმა ირაკლი ბათიაშვილს.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ყველა ის ინფორმაცია, რაც საგამოძიებო კომისიაზე ჟღერდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სტრასბურგის მიერ მიღებულ დასკვნასაც, რომ „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.
„აქ სამხედრო ხელმძღვანელების მიერაც არაერთხელ დადასტურდა ის, რომ უმაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად პოლიტიკოსი, პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო პირებთან, მათ შორის, გაერთიანებულ გენერალურ შტაბთანაც, ძირითადად არ იყო კონტაქტზე. არათუ არ ფიქსირდება სააკაშვილის ურთიერთობა სამხედრო ხელმძღვანელებთან, არამედ, ერთ-ერთმა სამხედრომ ქალბატონი თეას დაჟინებული კითხვების შემდეგ ძლივს აღიარა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, როცა რეალურად იყო უკვე სამხედრო მოქმედებები დაწყებული, უნდოდა [სააკაშვილთან] კონტაქტი, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. და მსგავსი მაგალითები არაერთხელ დაფიქსირდა.
პრაქტიკულად, ყველა სამხედრო ოპერაციაში წინა ხაზზე შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. ჩემი კითხვა შემდეგშია - რატომ ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს ასეთი დამოკიდებულება ჯართან? ანუ, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაყრდენად ჰყავდა? ამითაც ჩანს ის, რაც სტრასბურგის დასკვნაშიც წერია, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს.
აქვე, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ როცა თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, სწორედ მაშინ გაუქმდა სამხედრო აკადემია და სამხედრო დაზღვევა, გაუშვეს 2000-ზე მეტი სამხედრო და ა.შ. “, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1743417910
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა
ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...
1743417625
საზოგადოებაემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...
1743417566
საზოგადოებაემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...
1743417524
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ...
1743416525
ახალი ამბებითურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა
თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმ...