ვიქტორ ორბანი - ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში

 ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს დარჩება.

„რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ეს სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. ახლა სასაცილოდ ჟღერს, რომ ბრიუსელიდან აპირებენ, მესიჯები გაუგზავნონ ყველა ევროპულ ოჯახს, საკვების 72-საათიანი მარაგი შეიძინონ, მაგრამ სხვა მხრიდან თუ შეხედავთ, საშიშია, თუ რა შეიძლება, იყოს ამ ადამიანების გონებაში, აპირებენ რამეს? დღევანდელი მდგომარეობით, ვერ ვხედავ, რომ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს, რომელშიც თავიდანვე ჩაერთო უკრაინის მხარდაჭერით, მაშინ როდესაც უნგრეთმა თავი აარიდა ამას. ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, არ ვაწვდით იარაღს, მაგრამ არსებობენ ქვეყნები ევროკავშირში და მე ვხედავ ბრიუსელს მათ ადვოკატად, რომლებსაც სურთ შორს წასვლა ამ ომში. ვხედავ, რომ ისინი საუბრობენ სამშვიდობო ძალებზე, ჯარისკაცებსა და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ არსებობს პოლიტიკური მზადება ომში უფრო ღრმა მონაწილეობისთვის იმ სიახლეებით, რომლებზეც ვსაუბრობთ, რომ თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს 72-საათიანი სურსათის მარაგი. მსურს, უნგრულ ოჯახებს შევატყობინო, რომ მათ არ სჭირდებათ რაიმე გამორჩეული მოქმედება. ომის საფრთხე არ არსებობს, უნგრეთი არ ჩაებმება ომში არავის წინააღმდეგ, ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს, თუნდაც ევროპა ჩაებას ომში“, – განაცხადა ორბანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743417910

საზოგადოება

2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა

ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...

გიორგი კაპანაძე

1743417625

საზოგადოება

ემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...

ემზარ კვიციანი

1743417566

საზოგადოება

ემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი

2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...

ემზარ კვიციანი

1743417524

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ...

ლევან ჟორჟოლიანი

1743416525

ახალი ამბები

თურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა

თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმ...

 საერთო საჯარისო ცენტრი