ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება. ქადაგიძის სიტყვებით, ეს ძალები ადამიანების სიცოცხლეს მატერიალური სარგებლით ზომავენ, ხოლო განადგურებულ უკრაინასა და მის ერს ტრილიონიან შესაძლებლობად ფუთავენ. ქადაგიძე იხსენებს საქართველოში 2008 წელს მიმდინარე მოვლენებსაც:

„წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა. მაშინ ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს“, - წერს ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა და სუვერენიტეტი უალტერნატივო წითელი ხაზია და ის, ვინც ომით ვაჭრობს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს.

„გვარამიას განცხადება არ არის უბრალო პოლიტიკური უგუნურება — ეს არის საზოგადოებრივი მორალის ფსკერი და იმ "გლობალური ომის პარტიის" ადგილობრივი აგენტურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ მატერიალური სარგებლით ზომავს. მათი პოლიტიკური გენეზისი უცვლელია: 2008 წელს, როდესაც წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა, ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს, დანგრეულ ქალაქებსა და მიწასთან გასწორებულ დემოგრაფიას „ტრილიონიან შესაძლებლობად“ გვიფუთავენ.

ხაზგასმით და უაპელაციოდ უნდა ითქვას: 1) პოლიტიკური მაროდიორობა: უკრაინის ომის შემდგომ „ტრილიონებზე“ ნერწყვის დენა, მაშინ როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, არის პოლიტიკური ნეკროფილია. განცხადების ავტორი ღიად წუხს არა იმაზე, რომ ომი ანგრევს რეგიონს, არამედ იმაზე, რომ საქართველო ამ სისხლიან ნადავლს ვერ მისწვდება. 2) ომში ჩათრევის აღიარებული მოტივი: ამ სიტყვებით საბოლოოდ გაიხსნა კარტები, მათთვის მშვიდობა დანაკარგია, ხოლო ომი - ბიზნესპროექტი. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან: უნდა ვომობდეთ, რომ მერე აღდგენის ფული მივიღოთ... ეს არის საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გაწირვის მზაობა უცხოური გრანტებისა და ტრანშების სანაცვლოდ. 3) უსამშობლოების კომპლექსი: მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მოძულე სუბიექტს შეუძლია მშვიდობიანი, მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო დაამციროს იმის გამო, რომ აქ ბომბები არ ცვივა და შესაბამისად, ნანგრევების აღსადგენად „ტრილიონებს“ არავინ გვირიცხავს. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს! საქართველოს

მოქალაქეების სიცოცხლე არცერთ ვალუტებში არ იზომება. მშვიდობა და სუვერენიტეტი ჩვენი უალტერნატივო წითელი ხაზია, ხოლო ომით მოვაჭრეების ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784099888

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართული 59 პირია

შსს-ის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპა...

 ნარკოდანაშაული

1784098999

ახალი ამბები

კასპი-კავთისხევის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტოს „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

საპატრულო პოლიცია

1784097464

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

„გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტ...

თენგიზ შარმანაშვილი

1784095507

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება. პრეზიდენტი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის კატარის სახელმწიფოს ყოფილი...

მიხეილ ყაველაშვილი

1784094217

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

„მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. მისი თქმით, ის, რომ...

ლევან მახაშვილი